თემის დასახელება: ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას."
ზოგადი კითხვა:
ყველა სიახლე მისაღებია?!
თემატური კითხვები:
რა სიახლეებს ვხვდებით ენაში? როგორ ვმეტყველებთ?
შინაარსობრივი კითხვები:
რატომ ჩნდება ჟარგონი? სლენგი? რატომ ვხმარობთ ბარბარიზმებს? როგორ გავლენას ახდენს სლენგები, ბარბარიზმები, ჟარგონები ენის განვითარებაზე? როგორ დავიცვათ თავი მათი უარყოფითი
გავლენისაგან?
კითხვები თემის შესაბამისია,დაცულია ლოგიკური თანამიმდევრობა.
ReplyDeleteქალბატონო შორენა თქვენი პროექტის მთავარი,თემატური დაშინაარსობრივი კითხვები მიზნობრივად არის დასმული, თემის შესაბამისია. კითხვებიდან ჩანს ინფორმაციაზე წვდომისა და გამოყენების სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა . იგრძნობა საღი მსჯელობა და აღქმა რაც XXI საუკუნის მაღალი დონის უნარ-ჩვევების არსებობაზე მიუთითებს. გისურვებთ წარმატებას.
ReplyDeleteვეთანხმები ქალბატონ გულიკოს.მოვიშველიებ ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს(ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთვრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად-ამოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი.
ReplyDelete(ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი))
და ვუსურვებ ქართველ ხალხს ენის სიწმინდეს და ქვეყნის გაბრწყინებას.
ძალიან კარგი, ძალიან მომწონს თქვენი მუშაობა:)
ReplyDeleteყოჩაღ!