გავედით ბოლოში, ვაშაააა! გავასწორეთ შეცდომები, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი. მოვიხიბლე თანამშრომელთა პრეზენტაციებით.
Sunday, April 30, 2017
Saturday, April 29, 2017
მერვე დღის რეფლექსია
წინ, ფინალისკენ! :) დღეს გავიარეთ ფასილიტაცია, შევქმენით კითხვარი და გავაზიარეთ ბლოგზე.
Sunday, April 23, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
შევქმენით შეფასების რუბრიკები, ვისაუბრეთ განსაკუთრებული მოსწავლეების საჭიროებებზე, ბლოგზე გავაზიარეთ დრაივი.
Saturday, April 22, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
ეს დღეც ჩათავდა. სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლედ ყოფნა, მაგრამ - დამღლელიც. დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, დავხვეწე პროექტის გეგმის შაბლონი და ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე. საინტერესო და ნაყოფიერი დღე გვქონდა. ვაი, რამდენი საქმე მაააააქვს... :-)
Saturday, April 8, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ ერთ-ერთი პროექტის გეგმის პრეზენტაცია, რომლის მაგალითზეც აღმოვაჩინეთ საკუთარი გეგმის ხარვეზები და გავითვალისწინეთ მომავლისთვის. პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ ახალი ველები, ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე და ვემზადებით საკუთარი შეფასების რუბრიკების შესაქმნელად.
დიდი მადლობა ქალბატონ მაიას! :-*
დიდი მადლობა ქალბატონ მაიას! :-*
Sunday, April 2, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა. მგონი კარგად ვიმუშავეთ. შევქმენით ბუკლეტი ჩვენს თემასთან დაკავშირებით, შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის ნაწილი და ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე. მომწონს ტრენინგიც და ტრენერიც.
Saturday, April 1, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით პრეზენტაციას პროექტისთვის მიმართულების მიმცემი შეკითხვების შესახებ. ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის საკვანძო შეკითხვებზე და შემუშავებული საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვები განვათავსეთ ბლოგზე. შევუფასეთ ერთმანეთს ნამუშევრები კომენტარების სახით. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
თემის დასახელება: ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას."
ზოგადი კითხვა:
ყველა სიახლე მისაღებია?!
თემატური კითხვები:
რა სიახლეებს ვხვდებით ენაში? როგორ ვმეტყველებთ?
შინაარსობრივი კითხვები:
რატომ ჩნდება ჟარგონი? სლენგი? რატომ ვხმარობთ ბარბარიზმებს? როგორ გავლენას ახდენს სლენგები, ბარბარიზმები, ჟარგონები ენის განვითარებაზე? როგორ დავიცვათ თავი მათი უარყოფითი
გავლენისაგან?
Subscribe to:
Posts (Atom)